ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მასში 90-მდე მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები, ასევე საჭადრაკო კლუბ ‘’ნონას’’ მოჭადრაკეები.
ტურნირი უნივერსიტეტის და კლუბ ''ნონას'' ორგანიზებით, მეორედ გაიმართა და წელს მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა.