ოკუპირებულ ცხინვალში ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება 36 წლის ლევან ასლანიკაშვილი. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ საღამოს, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლევან ასლანიკაშვილის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი.