ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია.
ბაზაძემ ფინალურ დაპირისპირებაში იტალიელი რიკარდო ნუჩიო მარტივად 15-6 დაამარცხა და ესპანეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს პირველმა ნომერმა 7 წლის წინ კარიერაში პირველი მედალი სწორედ მადრიდში მოიპოვა.