ბათუმის სპორტის სასახლეში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშება გრძელდება. შეჯიბრებაში მსოფლიოს 36 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები.
შეჯიბრებაზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.