ესპანეთში რეკორდული სიცხეებია

11 მაისი 2023, 14:12 576 ნახვა

ევროპის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში აფრიკული სიცხეებია. ესპანეთსა და  პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსით მაღალია, ვიდრე ეს ჩვეულებრივ წელიწადის ამ დროს ფიქსირდება. რეკორდულ სიცხეს გვალვა და აქედან გამომდინარე წყლის დეფიციტიც დაემატა.

ესპანეთის ხელისუფლებამ ანომალური  სიცხეების გამო გარე საქმიანობა, როგორიცაა  ქუჩების დასუფთავება და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დროებით აკრძალა. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მუშების სითბური ინსულტის შედეგად დაღუპვის შემთხვევების გაზრდამ გამოიწვია.  

ესპანეთის დედაქალაქსა და  ზოგიერთ რეგიონში  საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემცირდა საგაკვეთილო პროცესიც.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში