გადავინაცვლოთ ხულოში და გავიგოთ რა აწუხებთ მაღალმთიანი აჭარის ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს და რა გამოწვევებზე საუბრობენ პენსიონერები. პენსია ყოველდღიურ საჭიროებებს არ ჰყოფნის, რადგან ხშირად სჭირდებათ მედიკამენტებიც. ამ ფონზე რას სთავაზობს მათ სახელმწიფო ,მათ შორის რა პროგრამები აქვს ადგილობრივ მერიას, ლენა მამულაძემ გაარკვია.