საქართველოს ჩემპიონატი ქართულ კრივში

10 მაისი 2023, 10:39 1092 ნახვა

თბილისში დასრულდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ეროვნული აკადემია „ხრიდოლის“ მიერ ორგანიზებული საქართველოს ჩემპიონატი ქართულ კრივში 10-18 წლამდელ სპორტსმენთა შორის.

ტურნირში აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინის“ წევრებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც საერთო ჯამში ხუთი მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები გახდნენ გიორგი შავაძე და ბექა ქამადაძე. ვერცხლის მედლები მოიპოვეს დავით ბაგრატიონმა, ოთარ შაინიძემ და ლუკა ჭაღალიძემ.

აჭარის ნაკრები ტურნირისთვის მწვრთნელებმა ზვიად ჯაფარიძემ და ზურაბ ლაზარიაშვილმა მოამზადეს. გამარჯვებულ სპორტსმენებისგან საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება.   

ვიდეომასალა, რომელსაც ეთერში ხედავთ,  აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინმა“ გაავრცელა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი