სასტიკი შეტაკებების ეპიცენტრში მდებარე უკრაინის ქალაქ ბახმუტის განადგურების მასშტაბი დრონით გადაღებულ კადრებზეა ასახული - გადამწვარი სახლები, განადგურებული და დაზიანებული შენობები.
რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე დრონებითა და რაკეტებით საჰაერო დარტყმების ახალი სერია დაიწყო. მოსკოვმა უკრაინაზე თავდასხმები 9 მაისის გამარჯვების დღის წინ გააძლიერა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი ვაგნერის დაქირავებულ მებრძოლებს ბახმუტში აგზავნის, რათა ქალაქის აღება 9 მაისის გამარჯვების დღეს დაამთხვიოს.
უახლოეს კვირებში, ვარაუდობენ, რომ უკრაინა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მთავარ კონტრშეტევას დაიწყებს იქედან რუსული ძალების განსადევნად.