ხულოში ტრადიციულ სახალხო ღონისძიებას ,,ჩაოობას" აღნიშნავენ. ზეიმი ადგილობრივებმა ჩამოაყალიბეს. იქნება სხვადასხვა აქტივობა.
სახალხო დღესასწაულზე რეგიონის სტუმრები და ადგილობრივები იკრიბებიან.
დაჯილდოვდებიან საპატიო ჩაოელები.
ადგილობრივებმა დღესასწაული 1997 წელს დაარსეს, რომელიც ძირძველი ჩაოელების გაერთიანებას, მათი ყოფაცხოვრების გახსენებას, ტრადიციების აღდგენას ემსახურებოდა მიზნად.