ვაგნერი“ 10 მაისს ბახმუტს დატოვებს - ამბობს პრიგოჟინი, რომელმაც დღეს მიმართვა გაავრცელა. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრს და უმაღლეს მთავარსარდალს მიმართავს და აცხადებს, რომ „მისი ბიჭები“ შეიარაღების მიწოდების გარეშე გაუმართლებელ ბრძოლას ვეღარ გააგრძელებენ.
პრიგოჟინის სიტყვებით, 9 მაისისთვის ქალაქ ბახმუტის აღებას აპირებდნენ, მაგრამ 1 მაისიდან სამხედრო ბიუროკრატებმა იარაღის მიწოდება შეუწყვიტეს.
„მათ ჰგონიათ, რომ ისტორიაში ისინი შევლენ გამარჯვებულებად, თუმცა ისინი ისტორიაში უკვე შევიდნენ მშიშარებად“, - ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში, რომელსაც ტელეგრამის არხზე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" პრესსამსახური ავრცელებს.