გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა-ექიმი

05 მაისი 2023, 10:00 591 ნახვა

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ტრავმატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, ექიმმა ვატო გვაზავამ განაცხადა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობები ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული.

„37 წლის მამაკაცი შემოიყვანეს გადაუდებელი დახმარების მანქანით, ცეცხლსასროლი ჭრილობებით ბარძაყის, მუხლისა და წვივის არეში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დინამიკაში უნდა დავაკვირდეთ კვლავ. ხვალ დამატებითი კვლევები ჩატარდება“,- განაცხადა ექიმმა.

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მკვლელობა 4 მაისს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ერთი მამაკაცი, ორი კი დაიჭრა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი