დიდთოვლობა ქობულეთში

24 თებერვალი 2025, 14:16 131 ნახვა

ინტენსიურად თოვს ქობულეთშიც. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს, ქალაქში კი 70-სმ. დიდთოვლობამ წააქცია რამდენიმე ხე, პრობლემებია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და სასმელი წყლის მიწოდების მხრივ.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2 000 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, 200 აბონენტს კი ბუნებრივი აირი არა აქვს. ასევე სასმელი წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება დაახლოებით 8 სოფელს.

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბია შექმნილი, სადაც ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით ეტაპობრივად იწმინდება გზები, მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების 17 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ამ ეტაპზე დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდის პროცესი.

ცნობილია, რომ 10-მდე ოჯახს თოვლის საფარმა ნაწილობრივ დაუზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში