საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პატრიარქის პირადი ექიმის ინფორმაციით, პატრიარქის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა ნორმალურია, ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმის ფარგლებშია და კონტაქტურია. შალვა პეტრიაშვილის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩამოვიდეს საქართველოში. ექიმის თქმით, პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ, კარგი იყო, ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.