უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ, ყველა არსებულ საშუალებასა და ძალას უკრაინა საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ მიმართავს და არა სხვის ტერიტოროებზე თავდასხმისკენ, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი სერგეი ნიკიფოროვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინამ ღამით კრემლზე დრონებით თავდასხმა სცადა.
ნიკიფოროვმა ეს განცხადება გამოცემა „უკრაინსკაია პრავდასთან“ გააკეთა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, თუმცა როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვისაზე თავდასხმისკენ. ცალკე გაკვირვებას იწვევს ტერორისტი-სახელმწიფოს ფორმულირებები. ტერაქტი – ეს არის დნიპროში ან უმანში სახლის დანგრეული სადარბაზოები და მრავალი სხვა ტრაგედია. ხოლო ის, რაც მოხდა მოსკოვში, არის აშკარად 9 მაისის წინ სიტუაციის გამწვავება, მოსალოდნელი ხერხი ჩვენი მოწინააღმდეგებისგან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.