ვინ გაიტაცა ქართველი მეზღვაურები სამხრეთ აფრიკაში გაბონის პორტიდან? ეს ამ დრომდე უცნობია, რადგან მეზღვაურთა პროფკავშირების ინფორმაციით, გამტაცებლები ჯერ კონტაქტზე არ გასულან არც ოფიციალურ უწყებებთან და არც გემთმფლობელთან.
შესაბამისად უცნობია რა მოთხოვნები აქვთ მათ. გატაცებულია გემის კაპიტანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და კაპიტნის თანაშემწეები, რომლებიც ქართველები არიან.
გამოსახსნელად მუშაობს როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე გემთმფლობელი, რომელიც ამერიკული კომპანიაა.
მეზღვაურები, რომლებიც გემზე რჩებიან არსებული ინფორმაციით, უსაფრთხოდ არიან. დამატებით დეტალებზე ჯერ-ჯერობით კომენტარი არ კეთდება.