სამი ქართველი მოკრივე დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იბრძოლებს 

03 მაისი 2023, 10:09 527 ნახვა

დღეს, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის. შეგახსენებთ, რომ ფინალურ ორთაბრძოლებში სამი ქართველი იასპარეზებს, ესენი არიან: თათია ბუკია - 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში,  გორ აივაზიანი - 54 კგ. და ბათუმელი დემურ ქაჯაია - 67 კგ.  

საქართველოს ნაკრების სამივე წევრი ფინალურ ორთაბრძოლებს რუსი მოკრივეების წინააღმდეგ გამართავენ.  

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებს უკვე აქვს 3 ბრინჯაოს მედალი.  მესამე ადგილზე დავით ჯაფარიძე, ლევან დემუროვი და გიორგი ნატროშვილი გავიდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი