1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. შრომისა და სოლიდარობის დღე არაერთ ქვეყანაში აღინიშნება.
რამდენად მნიშვნელოვანია 1 მაისის აღნიშვნა დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის - ამ საკითხზე ისაუბრეს და აქცია გამართეს აჭარის პროფესიული კავშირების წევრებმა.
განიხილეს დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევები და პრობლემების მოგვარების გზები.