5 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი მოკლეს კლივლენდში, ტეხასის შტატში. უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები საცხოვრებელ სახლში მას შემდეგ იპოვეს, რაც მეზობლებმა ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სახლში 5 ადამიანის ცხედარი ნახეს, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ, მიმდინარეობს გამოძიება.