თელავის სპორტის სასახლეში დასრულდა ფრენბურთში 2022-2023 წლების საქართველოს ჩემპიონატი ქალთა შორის.
ორმატჩიანი ფინალური სერია "თბილისმა" მოიგო, "ბათუმი" კი საქართველოს ვიცე-ჩემპიონია. მესამე ადგილი კი ''ჯიკოს'' ერგო.
ხვალ ფინალური შეხვედრები ვაჟთა შორის დაიწყება, სადაც "ბათუმი" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება.