2017 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა.
ერთმანეთს 6 სხვადასხვა საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელები დაუპირისპირდნენ: ბათუმიდან 5 გუნდი მონაწილეობდა ვესტჯორჯია, პორტუსი, დინამოს ა და ბ გუნდები და მუხრან ვახტანგაძის სახელობის სასპორტო სკოლა, ერთადერთი კლუბი იყო ქობულეთიდან „ლომები“.
ტურნირი საფეხბურთო აკადემია „ვესტ ჯორჯიამ“ დააორგანიზა. გამარჯვებულები ფესტივალში ყველა მონაწილე გუნდი იყო და თითოეული მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდა.
როგორც ორგანიზატორი აცხადებს, მსგავსი ტიპის ტურნირები მომავალშიც გაგრძელდება.