ბათუმში გაუჩინარებულ სტუდენტს ეძებენ. იგი ინდოეთის მოქალაქეა. გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები 22 აპრილის შემდეგ ვეღარ ახერხებენ მასთან დაკავშირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გაუჩინარებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია.
უმაღლესი სასწავლებლის ინფორმაციით, სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ოჯახს უკვე აცნობეს, დაკითხულია როგორც თანამშრომლები, ასევე სტუდენტები.