სუდანიდან ევაკუირებული ქართველების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

27 აპრილი 2023, 11:20 688 ნახვა

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უკვე თბილისში იმყოფება. 33-ვე ადამიანი სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია ჯეოსკაი-ს თანამშრომლები.

"მაივეის” წარმომადგენლებს კი სამშობლოში უახლოეს საათებში ელოდებიან.

მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს. ქართველები ჯერ კაიროში გადაიყვანეს, შემდეგ კი თურქეთში ჩაფრინდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი