მადრიდში ანომალური სიცხეებია. ესპანეთის დედაქალაქში ზაფხულისთვის დამახასიათებელი უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა.
მეტეოროლოგიურმა სააგენტო „აემეტმა“ მანამდე განაცხადა, რომ აპრილი მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნებოდა პირენეის ნახევარკუნძულზე.
კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონსა და ანდალუსიის სამხრეთ რეგიონში წყლის დონე 25%-მდე დაეცა.
კლიმატის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა აღნიშნა, რომ 2022 წელს სამხრეთ ევროპაში ისტორიაში ყველაზე ცხელი დღეების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა.