უკრაინის აღმოსავლეთში მუზეუმის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

25 აპრილი 2023, 14:13 783 ნახვა

უკრაინის ქალაქ კუპიანსკის ცენტრში მდებარე მუზეუმი დაბობმბეს რუსულმა ძალებმა.  დაღუპულია ერთი და დაშავებულია 10 ადამიანი.  ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.  ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და აღნიშნა, რომ დაღუპულია მუზეუმის თანამშრომელი ქალი.  

პრეზიდენტის შტაბის უფროსმა ანდრეი ერმაკმა და რეგიონის გუბერნატორმა განაცხადეს, რომ მუზეუმს  ეს-300 ტიპის რუსული რაკეტა ესროლეს. რუსეთი უარყოფს  განზრახ თავდასხმებს. მშვიდობიან მოსახლეობაზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრისას, რომელმაც ათასობით ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია და მთელი ქალაქები მიწასთან გაასწორა.  

ქალაქი კუპიანსკი ომამდე 26 ათასიანი მოსახლეობით  ხარკოვის მხარეში მდებარეობს. იგი  მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძია, რომელიც რუსულმა  ძალებმა  2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს.

უკრაინულმა ძალებმა კუპიანსკიდან ოკუპანტები  სექტემბერში კონტრშეტევის შედეგად განდევნეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი