საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს

25 აპრილი 2023, 14:09 822 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, იოსელიანი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გააგრძელებს მუშაობას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

თამარ იოსელიანი კომენატრს არ აკეთებს. საზღვაო ტრანსპორტის დირექტორის პოზიციაზე ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 4 მაისია.

ახალი დირექტორის არჩევამდე, პირველი მაისიდან სააგენტოს ხელმძღანელის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე შეასრულებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში