საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია.
საქართველოს მოქალაქეები სუდანის დედაქალაქში უსაფრთხო ლოკაციაზე იმყოფებიან, ახლა კი სამშობლოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.
რვა დღის წინ სუდანის არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, დაღუპულია 420 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 3 ათასს აღემატება.