სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, მუდმივ კავშირზე არიან როგორც კომპანიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან.
"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იყვნენ გადაყვანილი ხართუმში, სუდანის დედაქალაქში. სამშობლოში მათი ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ეგვიპტეში საქართველოს საელჩო. შესაბამისად, იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნდება. მუდმივ კავშირზე, კომუნიკაციაში ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხართუმში“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.