უნარების კვირეული

24 აპრილი 2023, 11:04 468 ნახვა

თბილისში უნარების კვირეული გაიხსნა, რომლის მიზანი პროფესიული განათლების კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ასევე ეროვნულ დონეზე მიღებული წარმატებული გამოცდილების გაზიარებაა.  

ორგანიზატორების განცხდებით, კვირეულმა უნდა წარმოაჩინოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია უნარების განვითარების სისტემა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ. 

ღონისძიებაში  საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბიზნეს ორგანიზაციებისა და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში