2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.
ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა.
ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა. მას დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.