ალეკ ბოლდუინს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

21 აპრილი 2023, 14:01 716 ნახვა

მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადასაღებ მოედანზე ოპერატორის ჰალინა ჰატჩინსის დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება მოუხსნეს - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ნიუ-მექსიკოს სპეციალური პროკურორების გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საქმეში ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაც დამატებით გამოძიებას საჭიროებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გადაწყვეტილება არ ათავისუფლებს ბოლდუინს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან და შესაძლოა ბრალდებები ხელახლა წარედგინოს.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 42 წლის ოპერატორი დაიღუპა, რეჟისორი კი  დაიჭრა.

მსახიობს ბრალი არაგანზრახ მკვლელობის ორი მუხლით ჰქონდა წაყენებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი