სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომელთა საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება. სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია. არსებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-ს აღწევს, დაშავებულია სამი ათასზე მეტი.