სუდანში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება

19 აპრილი 2023, 10:44 696 ნახვა

სუდანში აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, დაპირისპირებულ  სამხედრო ძალებს  შორის დადებული  24-საათიანი ზავი მალევე დაირღვა ხართუმის  გარეუბანში განახლებული შეტაკებებით.

ძლიერი სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა  არაბული ტელეარხების  პირდაპირ ეთერში.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში მისი ძალაში შესვლიდან 15 წუთში გასამხედროებული  სწრაფი მხარდაჭერის ძალები დაადანაშაულეს. შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-ს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი სამი ათას უახლოვდება. შეიარაღებული თავდასხმები მოხდა უცხოელ დიპლომატებზე. 

გაერო-ში აცხადებენ, რომ დარბეულია  მათი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების სახლები.  სუდანში შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი ძალაუფლებისთვის ბრძოლაა.  

არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანს სამხედრო გენერლები მართავენ მას შემდეგ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად,  ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი