ბრაზილიის პრეზიდენტი დასავლეთის კრიტიკას გამოეხმაურა

19 აპრილი 2023, 10:30 737 ნახვა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ  რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის  დარღვევა დაგმო და კიდევ ერთხელ  გამოვიდა  სამშვიდობო  ინიციატივით, რომელიც   მანამდე  უკრაინის მთავრობამ გააკრიტიკა.  

რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან შეხვედრისას ლულამ განაცხადა, რომ  რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის  დასამყარებლად ნეიტრალური სახელმწიფოების ჯგუფი უნდა გაერთიანდეს.    

ლულას განცხადებით,  დასავლეთი  უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით  ომს ახანგრძლივებს. 

თეთრმა სახლმა  ბრაზილიის  პრეზიდენტი  ფაქტებზე დაუყრდნობლად რუსული და ჩინური პროპაგანდის გადამღერებაში დაადანაშაულა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი