„ნაპოლი“ ლიგას დაემშვიდობა, „რეალი და „მილანი“ ნახევარფინალში გავიდნენ 

19 აპრილი 2023, 11:20 790 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ფრე - 1:1 ითამაშა და გათამაშებას დაემშვიდობა. ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ავტორიტეტულმა საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა გვერდებმა მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

კვარაცხელიამ 8.2 ქულა მიიღო, როდესაც გამარჯვებული „მილანის“ შეტევის ლიდერის, რაფაელ ლეაოს თამაში რვა ქულით შეფასდა.  82-ე წუთზე ხვიჩამ პენალტი შეასრულა, მაგრამ მეკარემ კუთხე გამოუცნო და ბურთი მოიგერია. საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში  „მილანმა“ მოიგო 2:1 და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ლონდონში მადრიდის „რეალმა“ „ჩელსი“ როდრიგოს დუბლის წყალობით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

დღეს ჩემპიონთა ლიგის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება: „ბაიერნი“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს, „ინტერი“ კი ბენფიკას მიიღებს. ამ გუნდების პირველი მატჩები „სიტისა“ და „ინტერის“ გამარჯვებებით, შესაბამისად 3:0 და 2:0 დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი