პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევითი წვრთნები ჩაატარეს რუსეთის საზღვრებთან ახლოს. პოლონელმა სამხედროებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ვისლა- სპლიტის არხის აღების იმიტაცია მოახდინეს.
საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ძალები გაერთიანდნენ, რათა ევარჯიშათ არხისა და მიმდებარე ხიდების გათავისუფლების სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც რუსეთის კალინინგრადის ოლქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
ჩვენ ვცდილობთ აქედან შევაკავოთ შესაძლო რუსული აგრესია - აცხადებს პოლონელი პოლკოვნიკი კაროლ ფრანკოვსკი.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდა აშშ-ის არმიის სამხედრო მოსამსახურეები და ტექნიკა.