იაპონია “დიდი შვიდეულის” საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მასპინძლობს

18 აპრილი 2023, 10:59 696 ნახვა

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების  საგარეო საქმეთა მინისტრები მესამე დღეა  მოლაპარაკებებს მართავენ იაპონიაში.  ოფიციალური პირების თქმით, დიდი შვიდეულის ტოპ-დიპლომატები საერთაშორისო საკითხების ფართო სპექტრზე მსჯელობენ.

მათი ყურადღების ცენტრში უკრაინის ომი, ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბული სიტუაციაა. 

მინისტრები შეშფოთებას გამოთქვამენ გამწვავებული კონფლიქტების გამო და ერთიანი მიდგომის აუცილებლობაზე თანხმდებიან.

სამდღიანი შეხვედრის დასასრულს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი   და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი   ცალცალკე მიმართავენ მედიას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი