მისურის შტატში ფერადკანიან მოზარდს ცეცხლი გაუხსნეს

18 აპრილი 2023, 10:01 636 ნახვა

მისურის შტატში მოზარდს ცეცხლსასროლი  იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა სახლის მეპატრონემ  მას შემდეგ, რაც ბიჭმა შეცდომით დააკაკუნა სხვა  სახლის კარზე  და-ძმის წასაყვანად.  ამ  განცხადებას პოლიცია ავრცელებს. 

16 წლის  ფერადკანიანი  რალფ იარლი თავისა და მკლავის არეში მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ასობით მომიტინგე  შეიკრიბა  სახლთან, სადაც ბიჭს  ცეცხლი გაუხსნეს და ფერადკანიანთა  უფლებების დაცვის ლოზუნგებს სკანდირებდნენ  შტატში, სადაც  კანონი სახლის მეპატრონეებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ფიზიკური ძალა ეჭვმიტანილი თავდამსხმელებისგან თავის დასაცავად.   

სახლის მესაკუთრე, რომლის ვინაობა უცნობია, დააკავეს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი