უკრაინის თავდაცვის ძალებმა ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით მოწინააღმდეგის 60 შეტევა მოიგერიეს, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემიდან 25 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს მშვიდობიან ქალაქებზე ზაპოროჟიესა და კამიშევახაზე, ზაპოროჟიეს ოლქში და სნიგურივკაზე მიკოლაივის ოლქში.
"გარდა ამისა, მტერმა 42 ავიადარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებსა და დასახლებების ინფრასტრუქტურას ცეცხლი 46-ჯერ გაუხსნა. არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობაში. დანგრეული და დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო საცხოვრებელი სახლები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, საავადმყოფოები, ეკლესიები“, - აცხადებენ უწყებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით, 40-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. მათ შორისა ქალაქი ხერსონი.