წითელი პარასკევი, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ტაძრებში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა. მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავდა. რიტუალი ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინა, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.