MMA-ს მოყვარულებს 29 აპრილს კიდევ ერთი კარგი სანახაობა ელით. თბილისი GFC-ის საიუბილეო, მეოცე ტურნირს უმასპინძლებს, სადაც 18 სპორტსმენი იასპარეზებს.
ქართველების გარდა, ოქტაგონზე ლიბანელი, ირანელი, სომეხი, შვედი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები გავლენ. საიუბილეო ტურნირზე ბათუმის საბრძოლო აკადემიის ორი მებრძოლი, გოჩა შაინიძე და რუსლან ბოლქვაძე იჩხუბებს.
გოჩა შაინიძე სომხეთის წარმომადგენელს ვარშამ გევორგიანს დაუპირისპირდება. შაინიძის მეტოქეს 17 ბრძოლიდან 11 მოგება და 6 მარცხი აქვს, ქართველ სპორტსმენს კი GFC-ში ზედიზედ სამი ბრძოლა აქვს მოგებული. GFC 20-ის კულმინაცია რუსლან ბოლქვაძისა და არმენ ოჰანიანის დაპირისპირება იქნება.
რუსლანს კარიერაში 7 მოგება და 3 მარცხი აქვს. მის მეტოქეს კარიერაში 4 მოგება აქვს. ის წაუგებელია და წინა GFC-ზე იური ბერიძეს მძიმე ბრძოლაში აჯობა.
საიუბილეო ტურნირს 29 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ბრძოლები 20:00 საათზე დაიწყება.