უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო სესიაზე ვიდეოჩართვისას შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას.
ზელენსკიმ სავალუტო ფონდის წევრებს იმ უკრაინელი ჯარისკაცის ხსოვნის პატივისცემისკენაც მოუწოდა, რომლის სიკვდილით დასჯის ვიდეოკადრები გუშინ მთელმა მსოფლიომ ნახა.
კიევმა კრემლი ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს შეადარა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვე ჯარისკაცის თავის მოკვეთის ვიდეოჩანაწერი.