ბოლივიაში მასწავლებლებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

13 აპრილი 2023, 10:16 619 ნახვა

ბოლივიის დედაქალაქ  ლა პასში პოლიცია და საპროტესტო აქციის მონაწილე მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

მასწავლებლები  განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ ახალ სასწავლო გეგმას აპროტესტებდნენ და მათი სექტორისთვის მეტი თანხების გამოყოფას მოითხოვდნენ.

 პროტესტი  ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც  პოლიციამ მომიტინგეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი და საღებავიანი ბურთულები  გამოიყენა.  

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების წინააღმდეგ  ჯოხებსა და ეგრეთწოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს იყენებდნენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი