ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა

13 აპრილი 2023, 10:58 834 ნახვა

ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.  მხატვარი  ტრადიციულად გამოფენას  ყოველი წლის აპრილში  აწყობს და დამთვალიერებელს ბოლოდროინდელ  ნამუშევრებს აცნობს.   

ფერწერული ტილოები ბათუმური მოტივებით, ქალაქის პეიზაჟები და სააღდგომო ნატურმორტები,  მნახველში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.  ისინი აქცენტს მხატვრის მიერ გამოყენებულ ფერებსა და სტილზე ამახვილებენ.   

ნინო ნიჟარაძის პერსონალური გამოფენა ხელოვნების მუზეუმის  გალერეაში  25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში