მარნეულში დასრულდა საქართველოს 2023 წლის ჩემპიონატი მოსწავლე მოკრივეთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზეს ბათუმის კრივის აკადემიის სპორტსმენებმა. საერთო ჯამში ჩვენმა მოკრივეებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ზაურ ბაბაშოვი 90 კგ. წონით კატეგორიაში და ლუკა ედიშერაშვილი 50 კგ. წონით კატეგორიაში გახდნენ. 70 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე სანდრო ბალაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბათუმელმა მოკრივეებმა ამ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.