რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო - უკრაინელი სამხედრო ტყვეს მოკვლა მსოფლიომ უნდა ნახოს. ეს არის ვიდეო რუსეთზე, როგორიც ის არის, რა სახის ქმნილებები არიან ისინი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რუსი ოკუპანტები უკრაინელ სამხედრო ტყვეს თავს აჭრიან. შემზარავ ვიდეო კადრებს ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერებიც, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.