სემინარი ჟურნალისტებისთვის

11 თებერვალი 2017, 00:00 3118 ნახვა

საგადასახადო შემოწმების რეგლამენტის თემაზე, ჟურნალისტებისთვის სემინარი გაიმართა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდეს საგადასახადო შემოწმების გასვლითი პროცედურების რეგლამენტის შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს, თემის შემაჯამებელი დისკუსია გაიმართა. სემინარის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულეს და საბაჟო პროცედურებს ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი. მედიის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია მოგების გადასახადით დაბეგვრის შესახებ. მედიატური სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი