იტალიაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. მთავრობის განკარგულებით, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები ხუთი მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებენ, რომლებიც მიგრანტების განთავსების ახალი ცენტრების მშენებლობაზე დაიხარჯება.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში გამარტივებული იქნება ქვეყანაში არალეგალური გზით ჩასული პირების დეპორტაციის პროცედურა.
ოფიციალური მონაცემებით, წლის დასაწყისიდან იტალიაში უკვე ჩავიდა 31 ათასი მიგრანტი. შარშან ამავე პერიოდში კი, მათი რიცხვი 7 900-ს შეადგენდა. ლტოლვილები იტალიაში ძირითადად ტუნისიდან და ლიბიიდან ჩადიან.