აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა - არიან დაჭრილები და დაღუპულები

11 აპრილი 2023, 22:14 775 ნახვა

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ორივე ქვეყნის თავდაცვის უწყებები ადასტურებენ. ბაქოც და ერევანიც დაპირისპირების პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

“11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

სომხური მხარის თქმით კი, აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს ტეღის დასახლების მიმართულებით აწარმოებდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის დაჭრილი ან დაღუპული ჰყავს ორივე მხარეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი