ტაივანის გარშემო ჩინეთის სამდღიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ აშშ და ფილიპინები ერთობლივ სამხედრო მანევრებს იწყებენ.
წვრთნები წინასწარ იყო დაგეგმილი და მასში ჩაერთვება 17 ათასზე მეტი ჯარისკაცი, აქედან 12 ათასი ამერიკელი სამხედროა.
ორკვირიანი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მანევრები ჩატარდება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, რა დროსაც ჯარისკაცები სამიზნე ხომალდის აფეთქებაზე იმუშავებენ.