კენტუკიში ბანკში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

11 აპრილი 2023, 10:13 718 ნახვა

ცეცხლსასროლი იარაღით  შეიარაღებულმა ბანკის თანამშრომელმა სამუშაო ადგილზე მოკლა ოთხი კოლეგა და დაჭრა ცხრა  ადამიანი.  ინციდენტი კენტუკის შტატში, ქალაქ ლუისვილის ცენტრში მოხდა.

თავდამსხმელის ლიკვიდაცია შემთხვევის ადგილზე პოლიციამ მოახდინა. დამნაშავე 23 წლის კონორ სტურჯენია, რომელიც ამავე ბანკში  მუშაობდა.   თავდამსხმელმა ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გაავრცელა  თავდასხმის ვიდეო. 

თავდასხმის შედეგად დაშავებული  ცხრა ადამიანი  ლუისვილის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი.   დანაშაულის მოტივი უცნობია.   მასობრივი სროლები შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. 

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წელს ქვეყანაში  მასობრივი სროლის 146 შემთხვევა მოხდა, რასაც  ოთხი ან მეტი ადამიანის მსხვერპლი ახლდა მსროლელის ჩათვლით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი